"ჰამასს" ისრაელთან მორიგება სურს - კვირის პალიტრა

"ჰამასს" ისრაელთან მორიგება სურს

ღაზის სექტორის მხრიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტა სკოლის ავტობუსს დაეცა.

აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, ერთი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია. აფეთქების მომენტში სასკოლო ავტობუსში მხოლოდ მძღოლი და ერთი ბავშვი იმყოფებოდნენ. ბავშვი თავშია დაჭრილი, მძღოლის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

რაკეტის დაცემამდე მოსწავლეები 5 წუთის ჩასულები იყვნენ ავტობუსიდან. ამ მოქმედებებს მოჰყვა ისრაელის საპასუხო ცეცხლი პალესტინის მიმართულებით. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა აღნიშნულ პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა "ჰამასს" დააკისრა. ისრაელი-პალესტინის საზღვართან დაძაბული მდგომარეობაა. "ჰამასმა" თელ-ავივს მოლაპარაკების დაწყების წინადადებით მიმართა.