რუსეთი სმოლენსკის ტრაგედიაზე სრულ სიმართლეს არ ამბობს - კვირის პალიტრა

რუსეთი სმოლენსკის ტრაგედიაზე სრულ სიმართლეს არ ამბობს

"რუსეთი სმოლენსკის ავიაკატასტროფის შესახებ, რომლის შედეგადაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები დაიღუპნენ, სრულ სიმართლეს არ ამბობს, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა. -  სიცრუე იქნება თუ ვიტყვი, რომ რუსეთის მიერ ჩატარებული გამოძიება ობიექტურად მიმაჩნია.

რუსები ცდილობენ მიჩქმალონ ზოგიერთი რამ ავიაკატასტროფის შესახებ, თუმცა არა იმიტომ, რომ იქ საიდუმლოება იმალება, არამედ იმიტომ, რომ როგორც წესი, მათ არ უყვართ საკუთარი შეცდომისა და სისუსტის აღიარება".