სომხეთის ოპოზიცია მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

სომხეთის ოპოზიცია მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

ერევანში გამართულ ოპოზიციის მიტინგში 10 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

სომხურმა ოპოზიციამ უძველეს ხელნაწერთა საცავის, "მატადარანის" შენობის წინ სანქცირებული მიტინგი გამართა, რის შემდეგაც მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ, რომელიც სამართალდამცველების მიერ იყო ბლოკირებული. პოლიციის წარმომადგენლებთან ოპოზიციის ლიდერების მოლაპარაკებების შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეები მოედანზე შეუშვა.

აქციაზე სიტყვით გამოსულმა სომხეთის ნაციონალური კონგრესის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევონ ზურაბიანმა მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და რადიკალური ზომებით ხელისუფლების "გონზე მოყვანისაკენ" მოუწოდა. მისივე თქმით, სომხეთის ნაციონალური კონგრესი საერთო-ეროვნული სამოქალაქო დაუმორჩილებლობისათვის მზადებას დაიწყებს.