ოპოზიცია აპატურაის შეხვდა - კვირის პალიტრა

ოპოზიცია აპატურაის შეხვდა

7 აპრილს საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი.

აპატურაი თბილისში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს და სხვა ოფიციალურ პირებს.  ნატოს წარმომადგენელი ოპოზიციურ "რვიანსაც" შეხვდა და ხელისუფლებაზე პრეტენზიებიც მოისმინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებდნენ, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესება იქნება,  ნატო-საქართველოს ურთიერთობის მთავარი ფაქტორი კი დემოკრატიული არჩევნები გახდება.

"ძალზე მკაფიოდ ითქვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება საარჩევნო რეფორმა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება," - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.