NDI-ს ნაციონალური რეიტინგი - კვირის პალიტრა

NDI-ს ნაციონალური რეიტინგი

NDI-ს კვლევის შედეგებმა, განსაკუთრებით იმ ნაწილმა, რომელიც პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგებს ეხება, პოლიტიკოსებში ვნებათაღელვა გამოიწვია. ყველა კვლევაში "ნაციონალური მოძრაობა" დამაჯერებლად ლიდერობს.

კითხვაზე, - შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, 33%-მა არჩევანი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატზე" შეაჩერა, მეორე პოზიციაზეა გიორგი თარგამაძე (14%), მესამეზე ირაკლი ალასანია (7%), მეოთხეზე - შალვა ნათელაშვილი (6%), მეხუთე ადგილს კი 2-2%-ით ნინო ბურჯანაძე და გუბაზ სანიკიძე იყოფენ.

კითხვაზე, თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებთან რომელი პარტია დგას უფრო ახლოს, რესპონდენტთა 41%-მა "ნაციონალები" დაასახელა, 12%-მა - ქდმ, 5%-მა, ლეიბორისტები, 4%-მა "თავისუფალი დემოკრატები", 3%-მა კი "ეროვნული ფორუმი". ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, გამოკითხულთა 48% "ნაციონალებს" მისცემდა ხმას, 9% - ქდმ-ს, 5% - ლეიბორისტებს, 3% კი - "თავისუფალ დემოკრატებს". რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ NDI-ს კვლევებს უნდობლობა გამოუცხადა.