სახალხო კრებამ" თავის რიგებში შსს-ს აგენტები აღმოაჩინა - კვირის პალიტრა

სახალხო კრებამ" თავის რიგებში შსს-ს აგენტები აღმოაჩინა

"სახალხო წარმომადგენლობითი კრების" განცხადებით, შსს-ს მათ რიგებში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აგენტები ჰყავდა შეგზავნილი.

სამხილად "სახალხო კრების" წარმომადგენელმა ირაკლი ბათიაშვილმა ვაკისა და გლდანის წინააღმდეგობის კომიტეტების წევრების, ლაშა ამირიძისა და ალექსი ასათიანის სკაიპის მიმოწერა წარადგინა, სადაც ისინი "სახალხო კრებას" უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ.

"საუბრის შედეგად გამოვლინდა მათი თანამშრომლობა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან. აღნიშნული საუბრის გაშიფვრის შემდეგ ეს პირები "სახალხო კრების" საბჭომ დაიბარა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა, ლაშა ამირიძემ და ალექსი ასათიანმა თავის მართლება ვერ მოახერხეს.

შსს-ს მიზანია "სახალხო კრების" წევრების რაოდენობის ცოდნა, ასევე განხეთქილების დათესვა კრების რიგებში და პროვოკაციის მოწყობა", - განაცხადა ბათიაშვილმა და დასძინა, რომ სკაიპით მიმოწერის ჩანაწერი სრულიად კანონიერად მოიპოვეს.