ევროსასამართლომ გირგვლიანის საქმეზე განაჩენი გამოიტანა - კვირის პალიტრა

ევროსასამართლომ გირგვლიანის საქმეზე განაჩენი გამოიტანა

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ საქმეზე "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" განაჩენი გამოიტანა.

როგორც  გირგვლიანების ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მათ წერილობით ეცნობათ, თუმცა განაჩენის შინაარსი ჯერ უცნობია.

ადვოკატის ცნობით, გადაწყვეტილების შესახებ სრულ ინფორმაციას წერილობით 26 აპრილს მიიღებენ. "თუ სტრასბურგის სასამართლომ აღიარა წინასწარი გამოძიების დროს და ქართული სასამართლოს მიერ დაშვებული პროცესუალური შეცდომები, მაშინ საშუალება მოგვეცემა ადგილობრივ სამართალწარმოებაში საქმის ხელახალი განხილვა მოვითხოვოთ. ასევე მოპასუხე მხარეს, საქართველოს დაეკისრება ფულადი კომპენსაცია გურამ გირგვლიანის სასარგებლოდ, რადგან ამ ოჯახიდან სხვა ცოცხალი აღარავინ დარჩა", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.