ებრაელების აფხაზური ვოიაჟი - კვირის პალიტრა

ებრაელების აფხაზური ვოიაჟი

ებრაული ჰოლდინგ Global CST-ის ხელმძღვანელები, ცახალის გენერალური შტაბის ოპერატიული შტაბის ყოფილი უფროსი ისრაელ ზივი და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ყოფილი სამხედრო მდივანი მეირ კლიფი სერგეი ბაღაფშს ჯერ მოსკოვში შეხვდნენ,  შემდეგ კი სოხუმშიც ესტუმრნენ.

მხარეებმა სამხედრო თანამშრომლობა არ გამორიცხეს. გარდა ამისა, ისრაელ ზივმა განაცხადა, რომ შესაძლოა, კომპანიამ აფხაზეთში საკომუნიკაციო პროექტების რეალიზებაში მიიღოს მონაწილეობა. ზივისვე თქმით, ეს ვიზიტი ოფიციალურ იერუსალიმთან იყო შეთანხმებული. საქართველოში ისრაელის ელჩის იცხაკ გერბერგის მტკიცებით კი,Global CST კერძო კომპანიაა, მას არა აქვს მთავრობის სახელით საუბრის უფლება და საერთოდაც, ისრაელი სოხუმს შეიარაღებას არ მიაწვდის.