მინსკის ტერაქტის "ქართული ექო" - კვირის პალიტრა

მინსკის ტერაქტის "ქართული ექო"

მინსკის მეტროპოლიტენში მომხდარმა ტერაქტმა, როგორც ჩანს, ჩვენი თანამოქალაქეებიც გვარიანად შეაშინა.

მაგალითად, მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანზე" მოქალაქეებს პოლიეთილენის პარკი საეჭვოდ მოეჩვენათ და პოლიციას გამოუძახეს. მატარებლების მოძრაობა დროებით შეფერხდა. სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. პოლიეთილენის პარკში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა და მეტროპოლიტენმაც მუშაობა განაახლა.