ბაბუცა გორდაძის სასამართლო 23 მაისისთვის გადაიდო - კვირის პალიტრა

ბაბუცა გორდაძის სასამართლო 23 მაისისთვის გადაიდო

მალაიზიაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბაბუცა გორდაძის სასამართლო პროცესი 23 მაისისთვის გადაიდო.

სასამართლო განხილვის გადადების მიზეზად ადვოკატის მოთხოვნა სახელდება. დაცვის მხარემ მასალების უკეთ გაცნობის მიზნით ერთთვიანი ვადა მოითხოვა. ადვოკატი რენი ჩამი მომდევნო სასამართლო პროცესზე ქართული მხარის მიერ მიწოდებული დამატებითი დოკუმენტაციით წარდგება, მათ შორის, სავარაუდოდ, ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ დავითიანის თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, რომელშიც ის დანაშაულს თავის თავზე იღებს.

კვლავ უცნობია გორდაძესთან ერთად დაკავებული დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესის თარიღი.  დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე გასულ წელს მალაიზიის ქალაქ მენგატალში დიდი ოდენობით ნარკოტიკების გადატანის ბრალდებით დააკავეს, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.