ოკუპანტებმა 22 წლის ქართველი ცემით მოკლეს - კვირის პალიტრა

ოკუპანტებმა 22 წლის ქართველი ცემით მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონის სოფელ დიხაზურგაში 22 წლის ნიკა ჯონჯუა ცემით მოკლეს.

ჯონჯუა სახლიდან წაიყვანეს, რუს ძალოვანებს გაჰყვნენ ჯონჯუას დედა და ნათესავი. რუსებმა დედა მალე გაათავისუფლეს, ხოლო 22 წლის ახალგაზრდის ცხედარი, რომელსაც ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება, სახლში მიიტანეს.