კადაფის ძალებმა მისრათა დაბომბეს - კვირის პალიტრა

კადაფის ძალებმა მისრათა დაბომბეს

ლიბიელი დიქტატორის მუამარ კადაფის ძალებმა მისრათა, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, სასტიკად დაბომბეს.

ქალაქს, ძირითადად, "გრადის" ტიპის დანადგარებიდან ესროდნენ. განადგურდა საწარმოები და სხვა ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ კადაფის მომხრეებმა ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამას უახლეს რუსულ შეიარაღებას და იმას უკავშირებენ, რომ ნატოს საჰაერო დარტყმები არაეფექტურია.