დიქტატორი აიყვანეს - კვირის პალიტრა

დიქტატორი აიყვანეს

ფრანგმა სამხედროებმა კოტ-დ,ივუარის პრეზიდენტი ლორენ გბაგბო დააკავეს და მეამბოხეთა ლიდერებს გადასცეს.

ფრანგულმა სპეცრაზმმა გბაგბო ანიჯანის საპრეზიდენტო რეზიდენციაში აიყვანა. ამით ფრანგებმა ქვეყანაში სამოქალაქო ომს წერტილი დაუსვეს. 2010 წლის ნოემბერში ჩატარებულ არჩევნებში მისმა ოპონენტმა ალასან უტარუმ გაიმარჯვა, თუმცა გბაგბომ პოსტის დატოვებაზე უარი განაცხადა.

ამას სამოქალაქო ომი მოჰყვა, რასაც 1000-ზე მეტი კაცი შეეწირა.