მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვრისპირა რეგიონებში ქართული ენის გაძლიერებული სწავლების აუცილებლობაზე მიუთითებს და ინიციატივითაც გამოდის.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, პედაგოგების წახალისების მიზნით, ის მასწავლებლები, რომლებიც რეგიონებში ქართული ენის სასწავლებლად წავლენ, 500-ლარიან ხელფასს მიიღებენ, ხოლო იმ ბაკალავრებს, რომლებსაც რეგიონებში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობის ერთი წლის სტაჟი ექნებათ, 500-ლარიან ხელფასთან ერთად, მაგისტრატურაში სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს.

"ჯავახეთში, მაგალითად, რამდენიმე ასეული მილიონი დაიხარჯა იმ გზაზე, რომელიც თბილისთან ორჯერ-სამჯერ უფრო სწრაფად აკავშირებთ, უზარმაზარ რკინიგზას ვაშენებთ, ჰიდროელექტროსადგურები შენდება, ეკონომიკურ-სოციალური განვითარება საქართველოში, ალბათ, ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. თუმცა ამ ხალხს ვერ მივეცით მთავარი - ქართული ენის ცოდნა. იგივე პრობლემაა ქვემო ქართლში", - განმარტა პრეზიდენტმა.