"აშშ იზიარებს საქართველოს პოზიციას " - კვირის პალიტრა

"აშშ იზიარებს საქართველოს პოზიციას "

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, აშშ დაჟინებით მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

როგორც კლინტონმა ბერლინში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას აღნიშნა, აშშ იზიარებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებულ საქართველოს პოზიციას.

"ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა. კომისიის სხდომის შემდეგ კი ნატომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ არის დადასტურებული, რომ ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც, თუ ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, საქართველო ნატოს წევრი გახდება.