ამერიკელმა სენატორებმა თბილისში ანტისარაკეტო სისტემაზეც ისაუბრეს - კვირის პალიტრა

ამერიკელმა სენატორებმა თბილისში ანტისარაკეტო სისტემაზეც ისაუბრეს

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორებმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ შეხვედრისას ანტისარაკეტო სისტემებზეც ისაუბრეს.

მხარეებს დეტალები არ დაუზუსტებიათ. სენატორ ჯონ კაელისთან ერთად საქართველოში იმყოფებოდნენ სენატორები ჯეფ სეშონი, მაიკლ კრაპო და რონ ჯონსონი.

მათ შეხვედრები პარლამენტშიც გამართეს და მთავრობაშიც. ამერიკელები შეხვდნენ  აგრეთვე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიასა და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრ ნიკა ლალიაშვილს. შეხვედრისას ოპოზიციონერებმა ამერიკელებს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ყურადღება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე გაამახვილეს.