რუსეთის აგრესიის მიზნები დაზუსტდა - კვირის პალიტრა

რუსეთის აგრესიის მიზნები დაზუსტდა

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში 2008 წელს რუსეთის აგრესიის მიზნები დაზუსტდა. დოკუმენტში ჩაიწერება, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესიის მიზანი იყო როგორც ქვეყნის ოკუპაცია და მარიონეტული რეჟიმების აღიარება, ასევე ქვეყნის დემოკრატიული ხელისუფლების ჩანაცვლება და ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლა. დოკუმენტის პირვანდელ ვარიანტში რუსეთის აგრესიის მიზნად მხოლოდ დემოკრატიული ხელისუფლების ჩანაცვლება იყო მიჩნეული, რაც როგორც არასამთავრობო სექტორმა, ისე ოპოზიციურმა პარტიებმაც გააპროტესტეს.