ინტერნეტთავისუფლებით საქართველო ნიგერიასთან ერთად მოხვდა - კვირის პალიტრა

ინტერნეტთავისუფლებით საქართველო ნიგერიასთან ერთად მოხვდა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინტერნეტთავისუფლების თვალსაზრისით საქართველო 37 ქვეყანას შორის ნიგერიასთან ერთად მე-12 ადგილს ინაწილებს.

საქართველომ ასქულიანი სისტემით 35 ქულის მოგროვება შეძლო. რეიტინგში პირველ ადგილზე ესტონეთია, მას აშშ და გერმანია მოჰყვებიან. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტთავისუფლების კუთხით, საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. კვლევა იხილავდა ორ ძირითად ასპექტს - ქვეყნებში განსხვავებული შეხედულებების გამტარებელი ინტერნეტგვერდებისა და ბლოგების ხელმისაწვდომობასა და ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით არსებულ ცენზურას.