პრეზიდენტმა 266 მსჯავრდადებული შეიწყალა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა 266 მსჯავრდადებული შეიწყალა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 266 მსჯავრდადებული შეიწყალა. 227-მა საპატიმრო 23 აპრილს დატოვა, 24-ს სასჯელის ვადა გაუნახევრდა, 2-ს პირობითი მსჯავრი მოეხსნა, 13-ს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის 12 ქალია, ხოლო არასრულწლოვანი - არც ერთი.