თედეევმა და მამიაშვილმა ცხინვალელებს აგინეს - კვირის პალიტრა

თედეევმა და მამიაშვილმა ცხინვალელებს აგინეს

ცხინვალში რუსი სპორტსმენების დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მწვრთნელი ჯამბულატ თედეევი ხელმძღვანელობდა, სკანდალით დასრულდა.

გავრცელებულ ვიდეომასალაში მოხვდა კადრი, როგორ აჩვენებს შუათითს ცხინვალელებს შავ "მერსედესში" მჯდომი თედეევი და ოსურად დედას აგინებს. თედეევთან ერთად მანქანაში იმყოფებოდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ანატოლი ბარანკევიჩი და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი.

ცხინვალელი სამართალდამცველების მტკიცებით, ავტომობილებიდან, რომელშიც რუსი სპორტსმენები იმყოფებოდნენ, ადგილობრივ მილიციას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს. ჯამბულატ თედეევისა და მიხეილ მამიაშვილის განცხადებით კი, მათ პროვოკაცია მოუწყვეს. ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა ჯამბულატ თედეევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.