"შავი ლომის" სკანდალი - კვირის პალიტრა

"შავი ლომის" სკანდალი

მოსკოვის ანტიკვარული სალონის ექსპოზიციაზე ნიკო ფიროსმანის "შავი ლომის" გამოფენა სკანდალით დასრულდა. კერძოდ, ცნობილი მხატვრის, აპოლონ ქუთათელაძის შვილმა,  ყარამან ქუთათელაძემ განაცხადა, რომ ნახატი მათი ოჯახიდან 1993 წელს შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.

ქართულმა მხარემ ინფორმაცია რუსეთის შესაბამის უწყებებს მიაწოდა. თუმცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ "როსოხრანკულტურიდან" მიიღო ნოტარიალურად დამტკიცებული დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ "შავი ლომი" ყარამან ქუთათელაძემ ვინმე ვიაჩესლავ ეფიმოვს 2.000 დოლარად მიჰყიდა.

რუსული მხარის მტკიცებით, ნახატი გასული საუკუნის 90-იან წლებში მართლაც დაიკარგა. თუმცა მას შემდეგ, რაც ეფიმოვმა შეიტყო, რომ მოპარული ნახატი ჰქონდა ნაყიდი, თბილისში ჩამოვიდა და ტილო მფლობელებისგან გამოისყიდა. თუმცა ყარამან ქუთათელაძე ნოტარიულ დოკუმენტს ყალბს უწოდებს და თავისი ხელმოწერის ექსპერტიზას ითხოვს.