მაკკეინი ბენღაზის ეწვია - კვირის პალიტრა

მაკკეინი ბენღაზის ეწვია

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ჩავიდა და მეამბოხეთა ხელმძღვანელებს შეხვდა. სენატორის მტკიცებით, კადაფის მოწინააღმდეგეებს შორის არც ისლამისტები არიან და არც "ალ-ქაიდას" წარმომადგენლები - ისინი ლიბიის პატრიოტები არიან. მაკკეინმა საერთაშორისო თანამეგობრობას მეამბოხეთა მთავრობის აღიარება და მათი ფორმირებების გაწვრთნა და იარაღით უზრუნველყოფა სთხოვა. აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლი ლიბიელი მეამბოხეების ხელისუფლების ლეგიტიმაციისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს.