კამბოჯასა და ტაილანდს შორის ომი იწყება - კვირის პალიტრა

კამბოჯასა და ტაილანდს შორის ომი იწყება

კამბოჯისა და ტაილანდის საზღვარზე მე-11 საუკუნის პრეა ვიხეას ტაძრის მიდამოებში შეტაკებები მიმდინარეობს. მხარეები საარტილერიო დანადგარებს იყენებენ.

ბოლო ინფორმაციით, შეტაკებებისას 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაპირისპირების მიზეზი პრეა ვიხეას ტაძარია, რომელსაც მხარეები უკვე 100 წლის განმავლობაში ვერ იყოფენ. 2008 წელს დადგენილი საზღვრის მიხედვით, ტაძარი კამბოჯას ეკუთვნის, თუმცა იქ შესვლა მხოლოდ ტაილანდის ტერიტორიიდან არის შესაძლებელი.