ბაჰრეინში ათობით ექიმი დააკავეს - კვირის პალიტრა

ბაჰრეინში ათობით ექიმი დააკავეს

ბაჰრეინის ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციებთან, რომელიც ქვეყანაში არ ცხრება, ბრძოლის ახალ მეთოდს მიაგნო - პოლიციელები აპატიმრებენ იმ ექიმებს, რომლებიც დემონსტრანტებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ბაჰრეინის ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, ექიმები თავიანთ მოვალეობას პროფესიული კი არა, პოლიტიკური მოსაზრებებით ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში სამსახურიდან ათავისუფლებენ ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც საპროტესტო აქციაზე დააფიქსირებენ.