სირიაში აქციის დარბევას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

სირიაში აქციის დარბევას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში ადგილობრივი ხელისუფლება კვლავ დაუნდობლად უსწორდება იმ დემონსტრანტებს, რომლებიც ქვეყანაში ცვლილებებს მოითხოვენ.

ქალაქ ეზრაში სამხედროებმა ფართომასშტაბიანი აქცია დაარბიეს, რასაც 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ოფიციალური დამასკოს მტკიცებით,  დემონსტრანტები აგრესიულად იქცევიან, სახელმწიფო დაწესებულებებსა და მმართველი პარტიის საქალაქო კომიტეტებს ესხმიან თავს. მათივე თქმით, დემონსტრანტებს შორის პროვოკატორები არიან, რომლებიც უცხოური ოპოზიციური ცენტრებიდან იმართებიან.