ფილიპინებში მეწყერში 27 ადამიანი მოყვა - კვირის პალიტრა

ფილიპინებში მეწყერში 27 ადამიანი მოყვა

ფილიპინების  კუნძულ მინდანაოს ქალაქ პანტუკანში, სადაც ოქროს მომპოვებელი საბადოებია, მეწყერი ჩამოწვა.

შედეგად დაიღუპა 27, ხოლო ათეულობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. მეტეოროლოგები ქალაქის მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ სეზონური წვიმების გამო მეწყერი გარდაუვალი იქნებოდა.