"საქართველო უძლეველია, საქართველო გამარჯვებული იქნება მომავალშიც და გამარჯვებულია დღესაც" - კვირის პალიტრა

"საქართველო უძლეველია, საქართველო გამარჯვებული იქნება მომავალშიც და გამარჯვებულია დღესაც"

"მადლი ღვთისა, მადლი ყოვლადწმინდისა სამებისა და მადლი წმინდისა მირონისა იყოს მცველი და მფარველი საქართველოსი. დღეს წმინდა მირონის კურთხევით საქართველომ შეიძინა უდიდესი სულიერი სიმდიდრე.

მადლობა უფალს, რომ გვაზიარა ამ წმინდა საიდუმლოს შესრულებას. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო უძლეველია, საქართველო გამარჯვებული იქნება მომავალშიც და გამარჯვებულია დღესაც", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიდ ხუთშაბათს, წმინდა მირონის კურთხევის შემდეგ. დიდი ხუთშაბათი ისტორიული დღე იყო, რადგან წმინდა მირონი 15-20 წელიწადში ერთხელ იკურთხება.

ამის უფლება მხოლოდ ავტოკეფალიურ ეკლესიას აქვს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ უფლებით უძველესი დროიდან სარგებლობს. წმინდა მირონის კურთხევას, რომელიც სამი დღის განმავლობაში იხარშებოდა, უამრავი მორწმუნე დაესწრო.