ილია მეორემ ებრაელი ბიზნესმენები ციხეში მოინახულა - კვირის პალიტრა

ილია მეორემ ებრაელი ბიზნესმენები ციხეში მოინახულა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მსჯავრდადებული ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი  სასჯელაღსრულების ქსნის #15 დაწესებულებაში მოინახულა და მათ მალე გათავისუფლება უსურვა.

შეხვედრაზე ილია მეორემ ხაზი გაუსვა ებრაულ-ქართული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ეს მეგობრობა გაგრძელდება. პატრიარქმა  მსჯავრდადებულებს საჩუქრებიც გადასცა: თითო ქილა თაფლი, სანთლები, სამაჯურები და ანსამბლ "რუსთავის" დისკები.

მსჯავრდადებულები პატრიარქთან შეხვედრით აღფრთოვანებას და ემოციებს ვერ მალავდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ რონი ფუქსს 7-წლიანი, ხოლო ზეევ ფრენკელს 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალად სახელმწიფო მოხელისათვის ქრთამის მიცემა დაედოთ. ბიზნესმენების ოჯახების წევრებმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მსჯავრდადებულების შეწყალების თხოვნით მიმართეს.