"ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთ საქართველოს, რომლის მოსახლეობაც ხელისუფლებას ენდობა" - კვირის პალიტრა

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთ საქართველოს, რომლის მოსახლეობაც ხელისუფლებას ენდობა"

საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი მხარს უჭერს ისეთ საქართველოს, რომლის მოსახლეობაც ხელისუფლებას ენდობა, მოქალაქისთვის კი ხელმისაწვდომი იქნება სანდო ინფორმაცია.

"ასევე აშშ მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოში ძლიერი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობას", - განაცხადა ჯონ ბასმა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც დემოკრატიის მხარდამჭერი პროგრამები შეჯამდა.

მისი თქმით, აშშ საქართველოში სამართლიანი მმართველობის მხარდასაჭერად 2015 წლამდე 200 მილიონ დოლარზე მეტი თანხის დახარჯვას ვარაუდობს. იმის საილუსტრაციოდ, რომ აშშ და საქართველო მჭიდროდ ითანამშრომლებენ, დემოკრატიის განსამტკიცებლად და რეფორმების განსახორციელებლად მომავალ წელს 90 მილიონი დოლარი გამოიყოფა.