მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა - კვირის პალიტრა

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი უფლის საფლავზე შესვლამდე სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს, მათ შორის - ებრაული პოლიციის წარმომადგენლებმაც.

მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები აღავლინა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლას მორწმუნეები ყოველწლიურად განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან. მომლოცველებმა საქართველოშიც ჩამოაბრძანეს წმინდა ცეცხლი, რომელიც აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდა და მორწმუნეებს მისი შინ წაღების საშუალება ჰქონდათ.