სამართალი 5 წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

სამართალი 5 წლის შემდეგ

ევროსასამართლომ საქმეზე "ენუქიძე-გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც ხშირად მეორდება ფრაზები "სასამართლო აღშფოთებულია", "სასამართლო შეძრულია"... სასამართლოს დადგენილებით, სანდრო გირგვლიანი შსს-ს ოფიცრებმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.

ევროსასამართლო აღშფოთებულია, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო ხმაშეწყობილად ცდილობს ფაქტების დამალვას. "გასარკვევია, რა მიზეზით მოხდა ასეთი სიმძიმის დანაშაული. სასამართლო აღშფოთებულია, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა სახელმწიფო ჩინოვნიკები და გაუნახევრა მათ სასჯელი. ხოლო კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთებელია, რომ 2009 წლის 5 სექტემბერს ისინი გაათავისუფლეს", - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

ევროსასამართლომ სახელმწიფოს დაზარალებულისთვის, რომელიც ამ შემთხვევაში სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანია, 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სანდრო გირგვლიანი შსს-ს ოფიცრებმა 2006 წელს მოკლეს. 2007 წელს კი გარდაიცვალა სანდროს დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა სამართლის პოვნას (ვრცლად იხ. გვ. 5).