ყოფილმა ქართველმა სამხედრომ ბიზნესპარტნიორი მოკლა - კვირის პალიტრა

ყოფილმა ქართველმა სამხედრომ ბიზნესპარტნიორი მოკლა

უკრაინაში ყოფილმა ქართველმა სამხედრომ ბიზნესპარტნიორი ვალის გამო მოკლა. მილიციამ მისი დაკავება მალევე მოახერხა.

დაკავებულმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ ბიზნესპარტნიორს მისი ვალი ჰქონდა, რომლის დაბრუნებას არ აპირებდა, გამომწვევად იქცეოდა და დასცინოდა. საქართველოს მოქალაქეს განზრახ მკვლელობისთვის 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

უკრაინული მედიის ცნობით, მკვლელი აფხაზეთის ომში ქართულ სპეცრაზმს ხელმძღვანელობდა, პენსიაზე გასვლის შემდგომ კი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. მილიცია დაკავებულის ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს.