მართვის მოწმობებს არასრულწლოვანებიც აიღებენ - კვირის პალიტრა

მართვის მოწმობებს არასრულწლოვანებიც აიღებენ

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები 15 სექტემბრიდან საგზაო უსაფრთხოების წესებს შეისწავლიან.

ახალი საგანი სკოლებში განათლებისა და შს მინისტრების ინიციატივით შემოდის. მოსწავლეები საგანში ჩათვლას მიიღებენ, პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების შემდგომ კი მართვის მოწმობას უფასოდ აიღებენ. მართვის მოწმობას არასრულწლოვანს მხოლოდ მშობლის ნებართვით მისცემენ.

იქნება შეზღუდვები, მაგალითად,  მართვის მოწმობის მფლობელმა არასრულწლოვანმა არ უნდა გადაიყვანოს მგზავრები. 18 წლის შესრულების შემდეგ, მართვის მოწმობის მფლობელი ვალდებულია გამოცვალოს მართვის მოწმობა. დარღვევების შემთხვევაში, არასრულწლოვანს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ.