მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგურს სახელწოდება შეეცვლება - კვირის პალიტრა

მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგურს სახელწოდება შეეცვლება

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგურს სახელწოდება შეეცვლება.

"ელექტროდეპოს" გადაერქმევა სახელი და ეწოდება "გოცირიძე". "ვაგზლის მოედანი-1" და "ვაგზლის მოედანი-2" იქნება მოხსენიებული როგორც "სადგურის მოედანი-1" და "სადგურის მოედანი-2". ასევე, "წერეთლის გამზირს" გადაერქმევა სახელი და ეწოდება "წერეთელი", "პოლიტექნიკურს" - "ტექნიკური უნივერსიტეტი", "სამედიცინო ინსტიტუტს" - "სამედიცინო უნივერსიტეტი" და "უნივერსიტეტს" - "სახელმწიფო უნივერსიტეტი".