რუსთაველსა და ჭავჭავაძეზე შესაძლოა, მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგეს - კვირის პალიტრა

რუსთაველსა და ჭავჭავაძეზე შესაძლოა, მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგეს

თბილისში, რუსთაველისა და ჭავჭავაძის პროსპექტებზე შეიძლება მიკროავტობუსების მიმოსვლა აღდგეს. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, თუ რუსთაველისა და ჭავჭავაძის პროსპექტებზე მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგება, ეს ტენდერში გამარჯვებული კომპანიების ტრანსპორტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ სამარშრუტო ხაზების ტენდერში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა. რუსთაველისა და ჭავჭავაძის პროსპექტებზე მიკროავტობუსების მიმოსვლა რამდენიმე წლის წინ აიკრძალა.