ლონდონში სამეფო ქორწილი გაიმართა - კვირის პალიტრა

ლონდონში სამეფო ქორწილი გაიმართა

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის საქორწინო ცერემონია ტრადიციულად ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა.ქეით მიდლტონი ჯვრის დასაწერად ეტლის ნაცვლად მანქანით მივიდა, რომელსაც სამეფო კორტეჟი მიაცილებდა. საკურთხეველთან პატარძალს წითელ სააღლუმე მუნდირში გამოწყობილი პრინცი უილიამი დახვდა.

სამეფო წყვილს კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დასწერა ჯვარი. ჯვრისწერის ტექსტი 1662 წლის ლოცვანიდან ამოიღეს, თუმცა, მასში კორექტივები მაინც შევიდა. მაგალითად, ქეითის ტექსტიდან ამოიღეს სიტყვა "ქმრის მორჩილება". ვესტმინსტერის სააბატოშივე შედგა სამოქალაქო ქორწინებაც. საქორწინო ცერემონიას 2 ათასი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის - სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, სამეფო ოჯახის წევრები და ბრიტანეთში აკრედიტებული თითქმის ყველა ქვეყნის ელჩი, მათ შორის - საქართველოს ელჩი მეუღლესთან ერთად.