აშშ-ს ახალი თავდაცვის მდივანი ჰყავს - კვირის პალიტრა

აშშ-ს ახალი თავდაცვის მდივანი ჰყავს

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას გადაწყვეტილებით, პენტაგონსა და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განხორციელდა - თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა ლეონ პანეტამ შეცვალა, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტური ადგილი ავღანეთიდან დაბრუნებულმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა დაიკავა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელად სამხედრო მაღალჩინოსანი დაინიშნა. აქამდე ეს თანამდებობა მხოლოდ სამოქალაქო პირებს ეკავათ.