კადაფი "ვიაგრას" დახმარებით იბრძვის - კვირის პალიტრა

კადაფი "ვიაგრას" დახმარებით იბრძვის

"მუამარ კადაფი სამოქალაქო ომის წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს "ვიაგრას" ურიგებს" , - განაცხადა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა სიუზან რაისმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.  Human Rights Watch-ის სპეციალური მრჩევლის ფრედ აბრაჰამსის თქმით კი, ორგანიზაცია განიხილავს ყველა ინფორმაციას ლიბიაში სექსუალური ძალადობისა და დანაშაულების შესახებ. "ჩვენ გავიგეთ გენდერული ძალადობის რამდენიმე დადასტურებული ფაქტი, თუმცა არა გვაქვს საფუძველი, რომ ასეთი დანაშაული სისტემურ პრობლემად ან ოფიციალურ პოლიტიკად შევაფასოთ. "ვიაგრისა" და პრეზერვატივების დარიგების თაობაზე ჯერ არაფერი ვიცით", - განაცხადა უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელმა.