სირიაში "მრისხანების დღეს" 62 კაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

სირიაში "მრისხანების დღეს" 62 კაცი ემსხვერპლა

სირიის ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ "მრისხანების დღეს" 62 კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყველაზე მეტი ქალაქებში დაარასა და რასტანში დაიღუპა.

რასტანში პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხრეებმა ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც მიტინგზე მმართველი პარტია "ბაასის" იმ 50 წევრის განცხადებას კითხულობდნენ, რომელთაც პარტია პროტესტის ნიშნად დატოვეს.  საერთაშორისო საზოგადოებრიობა კი სირიის მოვლენებზე სტრატეგიის შემუშავებას ცდილობს, მაგრამ გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის პოზიციის გამო ერთიანი პოზიციის შემუშავება ვერ შეძლო. სამაგიეროდ, ევროკავშირმა სირიისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დააწესა.