აშშ-ში ტორნადოებმა 340 კაცი შეიწირა
ამერიკის სამხრეთ შტატებში ტორნადოებმა, ბოლო მონაცემებით, 340 კაცი იმსხვერპლა.ოთხი დღის განმავლობაში ამერიკის ექვს შტატში 200-ზე მეტი ტორნადო დაფიქსირდა. სტიქიის ზონაში მილიონზე მეტი შენობა დაზიანდა ან მთლიანად დაინგრა. ნანგრევებში ჩარჩენილებს მაშველები და ჯარისკაცები ეძებენ. ტორნადოებმა განსაკუთრებით ალაბამის შტატი დააზარალა. აქ 246 კაცი დაიღუპა.
ალაბამაში პრეზიდენტი ბარაქ ობამა ჩავიდა. ის სტიქიისგან დაზარალებულებს დახმარებასა და თანადგომას დაჰპირდა.