ევროპელი მომხსენებელი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა - კვირის პალიტრა

ევროპელი მომხსენებელი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა

ევროპის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი კრჟიშტოფ ლისეკი ფიქრობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ მოხსენებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის დაფიქსირება მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა. ასევე, ლისეკი ფიქრობს, რომ მოხსენებაში უნდა იყოს საუბარი რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობასა და სადამკვირვებლო მისიების პრობლემაზეც.