ლავროვი ბაღაფშსა და კოკოითის ესტუმრა - კვირის პალიტრა

ლავროვი ბაღაფშსა და კოკოითის ესტუმრა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცხინვალსა და სოხუმში ჩავიდა და სერგეი ბაღაფშსა და ედუარდ კოკოითისთან შეხვედრისას განცხადებებიც გააკეთა.

კერძოდ, ლავროვმა აღნიშნა, რომ საქართველოსგან პროვოკაციებია მოსალოდნელი, მაგრამ რუსეთი ადეკვატურ პასუხს გასცემს.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოფიციალური თბილისის აღშფოთება გამოიწვია. საქართველოს საგარეო უწყებამ ლავროვი პროვოკაციულ ცინიზმსა და შანტაჟში დაადანაშაულა.