ევროკავშირი კვლავ შეშფოთდა - კვირის პალიტრა

ევროკავშირი კვლავ შეშფოთდა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კეთრინ ეშტონი შეშფოთებულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვიზიტის გამო.

"ევროკავშირი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესტუმრა საქართველოს რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს 2011 წლის 25 და 26 აპრილს, საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე.  ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს ვიზიტები არ შეესაბამება ტერიტორიული ერთიანობის პრინციპს", - ნათქვამია ეშტონის  განცხადებაში.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ხაზს უსვამს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მნიშვნელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.