ჰანს-იორგ ჰაბერმა მიგვატოვა - კვირის პალიტრა

ჰანს-იორგ ჰაბერმა მიგვატოვა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ჰანს-იორგ ჰაბერს მანდატი ამოეწურა. "მისიის ხელმძღვანელობა დავასრულე და ორწელიწად-ნახევარი ვიმუშავე, თუმცა მისია, რა თქმა უნდა, მუშაობას აგრძელებს. მე სამუშაოდ ბრიუსელში გადავდივარ.

ამ პერიოდში მისიას უხელმძღვანელებს ჩემი მოადგილე, ხოლო მაისიდან ახალი ელჩი დაინიშნება", - განაცხადა ჰაბერმა პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, 2,5-წლიანი მუშაობის განმავლობაში მისიას ჰქონდა წარმატება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. "ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, შევიდეთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებები ამის საშუალებას არ გვაძლევენ, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ვინაიდან ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა მისიის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა.