ბოკერია ილჰამ ალიევის დამხობის დაგეგმვაში დაადანაშაულეს - კვირის პალიტრა

ბოკერია ილჰამ ალიევის დამხობის დაგეგმვაში დაადანაშაულეს

რუსეთის ისლამური კომიტეტის თავმჯდომარის ჰეიდარ ჯემალის თქმით, საქართველოში ამერიკელები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დამხობის გეგმას ამუშავებენ და პროცესს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.

ჯემალის თქმით, აზერბაიჯანში სიტუაცია მაისის ბოლოს დაიძაბება, როდესაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვა იგეგმება. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანის ოპოზიციასთან კონტაქტი ბაქოში საქართველოს საელჩოს აქვს. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის აკაკი მინაშვილის თქმით, ჰეიდარ ჯემალის განცხადება პროვოკაციაა. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის ვაფა გულუზადეს თქმით კი, "ჰეიდარ ჯემალი ცუდი ბიჭი არ არის, მაგრამ ის რუსულ სპეცსამსახურებს ემსახურება".