სკანდალი ქართულ ფეხბურთში - კვირის პალიტრა

სკანდალი ქართულ ფეხბურთში

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე.წ. გაყიდული თამაშების მონაწილე ფეხბურთელები გამოავლინეს.

მათ შორის არიან საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" კაპიტანი სპარტაკ გოგია, ფეხბურთელი კახაბერ კირთაძე; ზუგდიდის "ბაიას" კაპიტანი როინ ონიანი, ფეხბურთელი ლევან ვართაგავა და თბილისის "ვიტ- ჯორჯიას" ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების განცხადებით, ისინი სისტემატურად შედიოდნენ კორუფციულ გარიგებაში ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენელ დავით გაბედავასთან და დიდი ოდენობის თანხების სანაცვლოდ წინასწარ ხელოვნურად განსაზღვრავდნენ თამაშის შედეგებს. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით:

"2011 წლის 15 აპრილს გამართულ "სამტრედიისა" და ბოლნისის "სიონის" მატჩში სამტრედიის გუნდმა აიღო თხუთმეტი ათასი ლარი, იმავე წლის 19 აპრილს გამართულ თბილისის "დინამოსა" და ზუგდიდის "ბაიას" მატჩში "ბაიამ" -" თორმეტი ათასი ლარი, 2011 წლის 30 აპრილს გამართულ "ვიტ-ჯორჯიას"ა" და "სიონის" მატჩში "ვიტ-ჯორჯიას" 20 ათასი ლარი ერგო". მოგვიანებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფასგან მიიღო წერილი, რომელშიც ევროპის საფეხბურთო ასოციაცია სამი საეჭვო მატჩის გამოძიებას ითხოვს. ამ სკანდალის გამო ქართული საფეხბურთო წრეების წარმომადგენლები ერთმანეთს "ქორთიარდ მერიოტში" გამართული შეხვედრისას დაუპირისპირდნენ (ვრცლად იხ. გვ.43).