თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს - კვირის პალიტრა

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თურქეთში საქართველოს მოქალაქე რევაზ ჯგერენაია მოკლეს. ჯგერენაია ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა და თურქი დამქირავებელი მას ხელფასს არ უხდიდა.

ქართველმა დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა, რასაც შელაპარაკება, შემდეგ კი ჩხუბი მოჰყვა, რომლის დროსაც თურქმა ჯგერენაია მოკლა. ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.