ბაქოში ჩადრის ტარების მომხრეთა აქცია დაარბიეს - კვირის პალიტრა

ბაქოში ჩადრის ტარების მომხრეთა აქცია დაარბიეს

სკოლებში ჩადრის ტარების აკრძალვის მოწინააღმდეგეებმა აზერბაიჯანის განათლების სამინისტროსთან არასანქცირებული საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც სკანდირებდნენ: "თავისუფლება ჩადრს" და "ალაჰ აკბარ".

აქციის მონაწილეები სკოლებში ჩადრის ტარების აკრძალვის გამო განათლების მინისტრ მისირ მარდანოვის გადადგომასაც ითხოვდნენ.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, უარის მიღების შემდეგ სამართალდამცავებმა აქცია ხელჯოხების გამოყენებით დაშალეს, რასაც მომიტინგეებმა ქვების სროლით უპასუხეს. აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა, ათეულობით მათგანი კი პოლიციამ დააკავა. ჩადრის ტარების აკრძალვის გამო აზერბაიჯანში ხშირად იქმნება კონფლიქტური სიტუაცია, რომლის ინიციატორი "აზერბაიჯანის ისლამური პარტიაა".