მკვლელობა #1 - კვირის პალიტრა

მკვლელობა #1

2 მაისს, პაკისტანში, დასახლებულ პუნქტ აბოთაბადში ამერიკელმა "ზღვის ლომებმა" სპეცოპერაცია ჩაატარეს და #1 ტერორისტად აღიარებული ოსამა ბენ ლადენი მოკლეს.

სპეცოპერაციას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და სხვა მაღალჩინოსნები თანამგზავრის საშუალებით ადევნებდნენ თვალს. სპეცოპერაციისას დახოცეს ბენ ლადენის დაცვის ყველა წევრი, მოგვიანებით, "ალ-ქაიდას" ხელმძღვანელის 6 შვილიც დააკავეს. ბენ ლადენის ცხედარი ზღვაში ჩაუშვეს, რათა მისი საფლავი ისლამისტი მომლოცველების წმინდა ადგილად არ ქცეულიყო.

მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის საქართველომაც, აშშ-ს #1 ტერორისტის ლიკვიდაცია მიულოცეს. სამაგიეროდ, ისლამისტურმა ორგანიზაციებმა დაიფიცეს, რომ ბენ ლადენის მკვლელობისთვის შურს იძიებენ. ინტერპოლმა მსოფლიოს სახელმწიფოები გააფრთხილა, რომ ტერორისტული აქტების ახალი სერიაა მოსალოდნელი. ამჯერად, #1 ტერორისტი "ალ-ქაიდას" იდეოლოგი ანვარ ალ-ავლაკია.