სირიაში 30 დემონსტრანტი მოკლეს - კვირის პალიტრა

სირიაში 30 დემონსტრანტი მოკლეს

სირიაში ანტისამთავრობო დემონსტრაციის 30 მონაწილე მოკლეს. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ხომსში, ხამშში და ლატაკიაში მიტინგები დაცხრილეს.

აქციების დარბევას 10 პოლიციელიც შეეწირა. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში სირიაში სულ 580-ზე მეტი სამოქალაქო პირი და 100 სამხედროა მოკლული. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომასა და დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვენ.